ევაკუატორი გამოძახებით - თბილისი
ევაკუატორი ბაკო
გთავაზობთ ევაკუატორით მომსახურებას თბილისის მასშტაბით. მოგემსახურებით საუკეთესო პირობებით და შეღავათიანი ტა...
(+995) 555213213
ევაკუატორი გამოძახებით
ევაკუატორის გამოძახება საქართველოს მაშტაბით. მოგემსახურებით უსწრაფესად და მისაღები ფასებით. გვყავს ევაკუატ...
(+995) 597130059
ევაკუატორი
ევაკუატორით მომსახურება როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ წერტილში
(+995) 551226655ობობა ევაკუატორით მომსახურება
გამოიძახეთ ობობა ევაკუატორი თბილისის მასშტაბით. მოგემსახურებით მისაღები ფასებით და მრავალწლიანი გამოცდილებით
(+995) 557644782
ევაკუატორი გამოძახებით თბილისში
ევაკუატორით მომსახურეობა 24/7. დამირეკეთ ნებისმიერ დროს. თემური
(+995) 599394643
ევაკუატორი evakuatori 24/7
ევაკუატორით მომსახურეობა 24/7 თბილისსა და საქართველოს მაშტაბით
(+995) 574115956ჩვენი სერვისები
რატომ ჩვენ
მდებარეობა თბილისი
გემსახურებით 24 / 7
სწრაფი კომუნიკაცია
ხელმისაწვდომი ფასი
სწრაფი სერვისი
მეგობრული გუნდი
პროფესიონალი პერსონალი
მრავალწლიანი გამოცდილება
თბილისი საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქია და დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ავტომობილების რეოდენობა 600 000 - ს აჭარბებს. ასეთი სიმრავლიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს ევაკუატორი ჭირდებათ. ყველა ცდილობს ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში ჰყავდეს, თუმცა სამწუხაროდ ხშირად პრობლემები მოულოდნელად წარმოიქმნება და გვჭირდება მანქანის გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეში. სწორედ ასეთ დროს ჩვენი ევაკუატორი ყველაზე სწრაფად და შეღავათიან ფასებში მოგემსახურებათ. მოვალთ დანიშნულების ადგილზე და თქვენს ავტომობილს უსაფრთხოდ გადავიყვანთ სადგომ ან სარემონტო ადგილამდე.
რატომ გვჭირდება ევაკუატორის გამოძახება ?ევაკუატორი გამოძახებით არის ყველაზე საჭირო სერვისი როდესაც ავტომფლობელი ხართ. გამოძახების შესაძლებლობა თავიდან გვარიდებს ზედმეტ პრობლემებს. მარტივად გვირეკავთ, ვთანხმდებით პირობებზე და ჩვენი ევაკუატორი უკვე გზაშია თქვენს დასახმარებლად. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებოდათ საკმაოდ დიდხნიანი ლოდინი სანამ, რომელიმე ევაკუატორი მოვიდოდა იმ ადგილას, სადაც მანქანა გაგიფუჭდათ. განსაკუთრებით პრობლემური კი ისეთი შემთხვევებია, როდესაც ავტოდახმარება გჭირდებათ ისეთ ადგილზე სადაც ბევრი მანქანა არ მოძრაობს.
წარმოადგენს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სახის დაზიანებული ტრანსპორტის სარემონტო ადგილამდე ან ზოგ შემთხვევაში არასწორად პარკირებული ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადასაყვანად. არსებობს რამოდენიმე სახის ევაკუატორი, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება იქნას გამოყენებული. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ბრტყელი და ობობა ევაკუატორები. ორივე ტიპის ევაკუატორით შესაძლებელია გადავიყვანოთ: მოტოციკლები, მსუბუქი ავტომობილები და ყველგანმავლები . ასეთი ტიპის ევაკუატორებს არ შეუძლიათ შედარებით დიდი ზომის სატვირთო მანქანების გადაყვანა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრტყელ ევაკუატორებს აქვთ დამხმარე ჯალამბარი, რომელიც გამოიყენება ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ძარაზე განსათავსებლად, რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება. ასევე მათი ძარის უკანა ნაწილი დაბლაა დაწეული ამ პროცესის გასამარტივებლად. გზაზე ავტოდახმარება ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მანქანის მწყობრიდან გამოსვლა ან ავტოსაგზაო შემთხვევა. ორივე შემთხვევაში საჭირო ხდება პროფესიონალების დახმარება. ჩვენი საიტი გაძლევთ საშუალებას გამოიძახოთ ევაკუატორი მისაღებ ფასად და ისარგებლოთ პროფესიონალების მომსახურებით.
დეტალურად
ჩვენს რეალობაში თბილისი გადატვირთულია უამრავი ავტომობილით, რის გამოც ხშირია მათი დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. ამ დროს კი მძღოლების უმრავლესობა ირჩევს გამოიძახოს ჩვენი ევაკუატორი. სისწრაფის, ხელმისაწვდომი ფასის და საუკეთესო სერვისის გამო.
სამწუხაროდ ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობა ან სხვა სახის დაზიანება შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ დროს, შესაბამისად ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ 24 საათი კვირაში 7 დღე.
მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესის წარმატების გასაღებია, შესაბამისად ჩვენი კომპანია უდიდეს ყურადღებას უთმობს ამ პროცესს და აქედან გამომდინარე მზადაა სწრაფად და ამომწურავად უპასუხოს ყველა თქვენს კითხვას.
ევაკუატორით მომსახურების სერვისის საჭიროება ძირითადად დაუგეგმავად დგება, რისთვისაც შესაძლოა იმ მომენტში მზად არ აღმოჩნდეთ. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ევაკუატორი საკმაოდ ძვირია, იქნება ეს თბილისი თუ სხვა რომელიმე ქალაქი და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველაზე მისაღები ფასი.
მაშინ როდესაც თქვენმა ავტომობილმა გიღალატათ, კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საჭირო დახმარების დროული აღმოჩენა. აქედან გამომდინარე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწრაფი მომსახურებაა. ამ მიზნის მისაღწევად მუდმივად ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი ავტოპარკი და მაქსიმალურად შევამციროთ ლოდინის დრო.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გულწრფელი და მეგობრული დამოკიდებულება აუცილებელია, როგორც პირად ასევე საქმიან ურთიერთობებში. EVTB მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებლებთან დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა, რაც პირველ რიგში გულწრფელი დახმარების სურვილში გამოიხატება.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც არაერთ აქტივობას ვახორციელებთ, როგორიცაა მათი გადამზადება, როგორც ტექნიკურად, ასევე კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით. ჩვენი კომპანია მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს კლიენტის კმაყოფილებას, რისი მიღწევაც პროფესიონალი გუნდის გარეშე წარმოუდგენელია.
"EVTB" უკვე სამი წელია ემსახურება მძღოლებს თბილისის მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმაოდ დიდი გამოცდილება, როგორც ტექნიკურ საკითხებში, ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობის კუთხით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით მრავალი სირთულის გადალახვა და განვითარება, რაც რა თქმა უნდა აისახება ჩვენი მომსახურების ხარისხზე.